კიევში დააკავეს შსს-ის მთვრალი თანამშრომელი, რომელიც კორპუსებში შეიჭრა და რუსული სიმღერები ჩართო

უკრაინის პოლიცია

კიევში, დაუდასტურებელი ინფორმაციით, დააკავეს სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის მთვრალი თანამშრომელი, რომელიც მაღლივი კორპუსის სადარბაზოებში შეიჭრა და რუსული სიმღერები ჩართო. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. 

შემთხვევა 23:00 საათის შემდეგ, ლობანოვსკის გამზირზე მდებარე სახლთან ახლოს მდებარე ეზოში მოხდა, სადაც მანამდე რუსული რაკეტა ჩამოვარდა.

„მან „კენტთან“ ერთად, რომელსაც ახლა ეძებენ, ხმამაღლა ჩართო რუსული შანსონი რენოს მანქანით და სახლის სადარბაზოებში შეჭრა დაიწყო. თითქოს ოკუპანტებს ეძებდა. რუსულად ყვიროდა - „გამოდი, მე გადაგივლი**-ზე“ და დაემუქრა, რომ თუ არავინ გამოვიდოდა, ფანჯრებს ესვროდა, შემდეგ მანქანაში ჩაჯდა და ნასვამ მდგომარეობაში წასვლას ეცადა. ამ დროს მოსახლეობამ პოლიცია გამოიძახა“, - ნათქვამია განცხადებაში.

დაკავებულს ჯიბეებში ვაზნები და დანა აღმოაჩინეს, მის მანქანას კი „ყალბი“ ნომრები ჰქონდა. საბარგულში აღმოაჩინეს ყალბი სანომრე ნიშნების კიდევ ერთი შეკვრა და ალკოჰოლის ბოთლები. სამართალდამცავი უწყებები მომხდარზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.