ხის გველის წელი ზოდიაქოს 7 ნიშნისთვის გარდამტეხი იქნება
1733805608
18 იანვარს, ბროვარიში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, დენის მონასტირსკი და მისი კოლეგები კიევში, ბაიკოვოს სასაფლაოზე დაკრძალეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში დილიდან გარდაცვლილის ახლობლები, კოლეგები და ნაცნობები იყვნენ შეკრებილი. მათ მონასტირსკი და შსს-ის თანამშრომლები ბოლო გზაზე გააცილეს. დაკრძალვის ცერემონიის გამო, კიევში რამდენიმე ქუჩა დროებით იყო გადაკეტილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას დაემშვიდობა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა, რომლებმაც ადგილზე ყვავილები მიიტანეს და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.