პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კიევის ოლქის იმ რაიონებში, რომელიც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს, ასობით ნაღმი და აუფეთქებელი ჭურვი რჩება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
შსს აფრთხილებს მოსახლეობას, რომ ნებისმიერი საეჭვო ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებლად დარეკონ საგანგებო სამსახურებში
როგორც უკრაინის შს მინისტრის პირველმა მოადგილემ ევგენი ენინმა განაცხადა, განსაკუთრებული ყურადღება მშობლებმა ბავშვებს უნდა მიაქციონ, რომლებიც ასეთი ნივთების მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ.
ამასთან, ჟურნალისტი ანდრეი ცაპლიენკო წერს, რომ საკუთარ სახლებში დაბრუნება ახლა მოსახლეობისთვის ძალზე სახიფათოა და სახლში შესვლა მხოლოდ პოლიციასთან შეთანხმებით არის შესაძლებელი.
უკრაინის უშიშროების ეროვნული საბჭოს ინფორმაციით, ოკუპანტებმა ტანკსაწინააღმდეგო, ქვეითსაწინააღმდეგო, კლასტერული ნაღმები, ასევე სპეციალური ნაღმები-ხაფანგები დატოვეს, რაც ძალზე სახიფათოა.