1728574816
კიევმა უარყო ქრისტიანული მოწყალების ხელი, რომელიც მოსკოვმა მას შობას გაუწოდა - მედვედევი
კიევმა უარყო ქრისტიანული მოწყალების ხელი, რომელიც მოსკოვმა მას შობის დღესასწაულზე გაუწოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში კიდევ უფრო ნაკლები პრობლემები და მზაკვრობა იქნება, - ამის შესახებ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ე.წ. საშობაო ზავის შეთავაზებაზე უკრაინის რეაგირებას გამოეხმაურა.
"უკრაინელებს ქრისტიანული გულმოწყალეობის ხელი გაუწოდეს დიდ დღესასწაულზე. მათმა ლიდერებმა კი ის უარყვეს", - წერს მედვედევი "ტელეგრამის" არხზე.