4 წლის გალა გასვიანის ვიდეო სოციალურ ქსელს იპყრობს - როგორ გააოცა პატარა გენიოსმა მაყურებელი
1767981989
მარიუპოლში ოკუპანტებმა სუპერმარკეტი ცხედრების ნაგავსაყრელად აქციეს, - ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრ ანდრიუშჩენკო ავრცელებს.
მისი თქმით, სუპერმარკეტში ადამიანების ცხედრები ყრია.
„კიდევ ერთი საშინელი აღმოჩენა სუპერმარკეტში... რუსებმა სუპერმარკეტი გვამების ნაგავსაყრელად აქციეს.
ასეთი ვითარება დამპყრობლების არაადამიანურობის და ეპიდემიის საფრთხის აშკარა დემონსტრირებაა“, - განაცხადა პეტრ ანდრიუშჩენკომ.