„მსაჯები და მაყურებლები მის მხარეს იყვნენ“ - უმარის მწვრთნელი თვლის, რომ მოიგეს
1737299288
"ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ისევე, როგორც სხვა ქვეყნები და ამის შესახებ ღიად ვაცხადებთ, ხეების უკან არ ვიმალებით", -ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.
"საერთაშორისო სამართლის პრინციპები არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს დამახინჯებული პოლიტიკური უპირატესობის გამო. საერთაშორისო საზოგადოება ყოველთვის ღიად უჭერდა მხარს უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, აზერბაიჯანს კი მთიანი ყარაბაღის საკითხზე სხვაგვარად ექცეოდნენ და აგრესორთან მოლაპარაკებებისკენ მოგვიწოდებდნენ", - თქვა ილჰამ ალიევმა.