ხარკოვის ოლქი თითქმის მთლიანად გავათავისუფლეთ - ზელენსკი

უკრაინელები

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით, უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქის თითქმის სრული დეოკუპაცია მოახდინეს. ამის შესახებ ზელენსკიმ  სოციალურ ქსელში დაწერა.

„დღეის მდგომარეობით, თითქმის მთელი ხარკოვის ოლქის დეოკუპაცია მოვახდინეთ. ეს ჩვენი მებრძოლების მხრიდან უპრეცედენტო მოქმედება იყო. უკრაინელებმა კიდევ ერთხელ მოახერხეს იმის გაკეთება, რაც ბევრს შეუძლებლად მიაჩნდა. რუსეთის ჯარი ხარკოვის ოლქში 5 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, დამპყრობლებს ხალხისთვის რაიმეს გაკეთება არც კი უცდიათ. მათ მხოლოდ ანადგურებდნენ, აზიანებდნენ და ძარცვავდნენ. სოფლები გაანადგურეს და ზოგიერთ მათგანში არცერთი ხელუხლებელი სახლი არ დატოვეს. რუსეთს გენოციდის გარდა არაფრის გაკეთება არ შეუძლია", - წერს ზელენსკი.

ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე დღეა, უკრაინულმა ძალებმა რუსი სამხედროების წინააღმდეგ ხარკოვში დიდი კონტრშეტევა წამოიწყეს.