ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
უკრაინაში ,,მაიმუნის ყვავილის" პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამის შესახებ უკრაინული მედია ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს.
„ამჟამად პაციენტი ჰოსპიტალიზირებულია სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარული მკურნალობისთვის, მას აქვს დაავადების მსუბუქი ფორმა. დაავადება დადგინდა PCR კვლევის წყალობით, რომელიც ჩაატარა სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის რეგიონულმა ცენტრმა.
უკრაინის ჯანდაცვა, აღნიშნულ შემთხვევის ეპიდემიოლოგიური გამოკვლევა ამ წუთებში მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტროს ცნობით, პაციენტმა თქვა, რომ არ ჰქონია შეხება ,,მაიმუნის ყვავილით" ინფიცირებულთან და არც საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს.