ილია მეორემ ახალი ბრძანება გამოსცა, რომელიც 1 ივლისიდან ამოქმედდება
1751142237
კატების საერთაშორისო ორგანიზაცია FIFe - უკრაინაში რუსეთის ქმედებები დაგმო და გადაწყვიტა, რომ რუსეთში მცხოვრები კატებისა და მათი პატრონებისთვის სანქციები დაეწესებინა.
სანქციების მიხედვით, რუსეთში მცხოვრებ კატის პატრონებს FIFe -ის მიერ გამართულ გამოფენებში მონაწილეობა აეკრძალათ. ამასთან, რუსეთში გამრავლებული კატები ვერც FIFe -ის საგვარეულო ნუსხას ვერ მიიღებენ.
ორგანიზაციის თქმით, სანქციები 31 მაისის ჩათვლით იმოქმედებს. მათი მოქმედების ვადის გახანგრძლივება კი მომავალში არსებული სიტუაციის მიხედვით გადაწყდება.