პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, სწორი მიდგომის შემთხვევაში ამჟამად უკრაინაში მიმდინარე მოვლენები საერთოდ არ განვითარდებოდა.
„ძალიან კარგად ვიცნობ ვლადიმერ პუტინს და ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ის არასოდეს იზამდა იმას, რასაც ახლა აკეთებს - არცერთ შემთხვევაში! ბაიდენის პრეზიდენტობის დროს რუსეთი ძალიან გამდიდრდა, ნავთობის ფასი გაორმაგდა, მალე კი გასამმაგდება და გაოთხმაგდება. ნავთობის ფასები კიდევ უფრო გაიზრდება, პუტინი კი არა მხოლოდ იღებს ყველაფერს, რაც ყოველთვის სურდა, არამედ ამასთანავე მდიდრდება კიდეც. ახლა ჩვენი ქვეყანა სრულ ქაოსშია“, - აცხადებს ტრამპი.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.