რას ამბობენ კლინიკაში, სადაც გურამ დადიანიძის მამიდა, ნინო დადიანიძე მუშაობდა
1789417821
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროსის მრჩეველმა, ჩეჩნეთის ხელმძღვანელს ურჩია ტანკზე დაჯდომა და უკრაინასთან ომში მონაწილეობა.
მინისტრის მრჩეველმა ჩეჩნეთის ლიდერს მოუწოდა, თავი გამოაჩინოს და სარდაფებში ვირთხავით არ დაიმალოს.
„კადიროვი უკრაინაში სარდაფშია ჩაფლული. ტყუილად კი არ მოვუწოდე კადიროვს, ჩამოსულიყო უკრაინაში, მაგრამ რამზანი არ დაგვთანხმდა. არ უნდა იჯდე შორეულ ივანკოვის სარდაფში. დაჯექი ტანკზე...", - აცხადებს ანტონ გერაშჩენკო.
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კადიროვი უკრაინაში იმყოფება, არ არსებობს.