პარაოლიმპიური თამაშები უკრაინამ ისტორიული რეკორდით დაასრულა - ქვეყანამ 29 ჯილდო მოიგო

უკრაინა

პეკინში ზამთრის მე-13 პარაოლიმპიური თამაშები დასრულდა. უკრაინის ნაკრებმა ისტორიაში პირველად 29 ჯილდო მოიგო. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

მედლების საერთო რაოდენობის მიხედვით, უკრაინამ გააუმჯობესა  სოჭი-2014 და ტურინი-2006 (თითო 25).

უკრაინამ ასევე განაახლა საკუთარი რეკორდი მოპოვებული „ოქროს“ რაოდენობით - პეკინში უმაღლესი სტანდარტის 11 მედალი უკრაინელებმა მოიპოვეს.

2022 წლის პარაოლიმპიურ თამაშებზე უკრაინამ 11 ოქროს, 10 ვერცხლის და 8 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საერთო რეიტინგში კი მეორე ადგილი დაიკავა.