„ერთმანეთთან მეგობრობდნენ, არ ვიცი, ასე როგორ გაიმეტა...“ - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
1755117708
რუსეთის მხრიდან შეტევის მიუხედავად,მარიუპოლი არ დაცემულა,- ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
„ჩვენ კვლავ ვხედავთ რუსეთის ავიადარტყმების და არტილერიის კონცენტრაციას დონბასში და სამხრეთით, განსაკუთრებით მარიუპოლის გარშემო და შიგნით“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.
პენტაგონის პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რონ ამერიკელი სამხედროები მალე დაიწყებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების წევრების მომზადებას აშშ-ის მიერ მიწოდებული საარტილერიო იარაღის გამოყენებაში. აღნიშნული იარაღი არის აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი 800 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტის ნაწილი.