რა უძღოდა წინ ხელვაჩაურში ავარიას, რომელსაც 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა
1790623862
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა სატელეფონო საუბარი გამართეს.
ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახური ავრცელებს.
„ლიდერებმა პრეზიდენტ პუტინთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან თავიანთი საუბრები განიხილეს. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება და ხაზი გაუსვეს დიპლომატიისა და შეკავების ღონისძიებების ტრანსატლანტიკური კოორდინაციის მნიშვნელობასა და ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას“, - ნათქვამია განცხადებაში.