მეცნიერებმა ბოლოს და ბოლოს ამოხსნეს, როგორ მოკლა ტბამ ერთ ღამეში 1800 ადამიანი
1777839240
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინის საკითხზე სატელეფონო საუბარი გამართეს.
ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახური ავრცელებს.
თეთრი სახლის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს მიმდინარე დიპლომატიური და შეკავების ძალისხმევა უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო გაძლიერების საპასუხოდ.
მანამდე საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
ელისეს სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ემანუელ მაკრონი და ვლადიმერ პუტინი დიპლომატიური საქმიანობს გაძლიერებაზე შეთანხმდნენ, ამ პროცესს საბოლოო მიზანი კი უკრაინაში კრიზისის განმუხტვაა.