გამოიჩინეთ სიფრთხილე... - მეტეოროლოგი მოსახლეობას აფრთხილებს

წვიმა

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზის შესახებ წერს.

„უახლოეს დღეებში საქართველოს ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. ქვეყნის მასშტაბით კვლავ მოსალოდნელია გრილი და წვიმიანი პირობები. ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად არ მოიმატებს, რაც სეზონურ ნორმებზე დაბალ მაჩვენებლებს შეინარჩუნებს.პერიოდულად გაძლიერდება ქარი, ზოგიერთ რეგიონში კი მოსალოდნელია ელჭექი და სეტყვაც.გაითვალისწინეთ ამინდის გაუარესებული პირობები და გამოიჩინეთ სიფრთხილე როგორც გადაადგილებისას, ასევე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დაგეგმვის დროს.გაუფრთხილდით ერთმანეთს და არ დაგავიწყდეთ: კოკისპირულ წვიმასაც მოსდევს მზე, სიცივეს კი სითბო“ - წერს  მეტეოროლოგი.