1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
თუ რუსეთი დიპლომატიაზე უარს იტყვის და უკრაინას თავს დაესხმება, ის სწრაფი და მძიმე შედეგების წინაშე აღმოჩნდება,- ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
თეთრ სახლში აცხადებენ იმასაც, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, მომზადებულია სანქციების პაკეტი.
„გასულ კვირას პრეზიდენტ ზელენსკისთან პროდუქტიული საუბარი მქონდა, ჩვენ განვაგრძობთ მონაწილეობას უწყვეტ დიპლომატიურ პროცესში, ვითარების დეესკალაციისთვის და ვცდილობთ გავაუმჯობესოთ უსაფრთხოება ჩვენი მოკავშირეებისთვის, პარტნიორებისთვის და მთელი ევროპისთვის.
გაეროს უშიშროების საბჭოზე დეტალურად წარმოვადგინეთ რუსეთის მხრიდან საფრთხის სრული ხასიათი უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის, ასევე საერთაშორისო წესრიგის ძირითადი პრინციპების მიმართ. ჩვენ რუსეთს დიპლომატიისკენ მოვუწოდებთ, მაგრამ რუსეთი აგრძელებს თავისი ძალების უკრაინის გარშემო მობილიზებას. რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ მზად ვართ," - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.