იუსტიციის სახლი გარკვეულ მომსახურებაზე ფასებს ანახევრებს - შეღავათი ათიათასობით მოქალაქეს ეხება
1773478104
უკრაინის გარშემო არსებული კრიზისის ფონზე, საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ბოლო ოთხი დღის განმავლობაში მეორე სატელეფონო საუბარი გამართეს.
ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Le Figaro ავრცელებს.
„გაგრძელდა აზრთა გაცვლა უკრაინის ირგვლივ არსებულ ვითარებასა და რუსეთის უსაფრთხოების სფეროში გრძელვადიანი და იურიდიულად დადგენილი გარანტიებით უზრუნველყოფაზე“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
თავის მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ ლიდერები მიესალმებიან ნორმანდიის ფორმატში დადებით პროგრესს.