პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ და მოკავშირეები მკაცრ სანქციებს დააწესებენ. ამის შესახებ მან უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.
როგორც ჯო ბაიდენი წერს, ვლადიმირ ზელენსკიმ მას სთხოვა, დაურეკოს მსოფლიო ლიდერებს და ისაუბროს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.
„დავგმე რუსეთის სამხედრო ძალების ეს არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმა. მივაწოდე მას ინფორმაცია იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებსაც ვდგამთ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დასაგმობად, მათ შორის, დღეს გაერო-ს უშიშროების საბჭოში. მან მთხოვა, დავურეკო მსოფლიო ლიდერებს და მკაფიოდ ვისაუბრო პრეზიდენტ პუტინის აშკარა აგრესიის წინააღმდეგ და გვერდში დავუდგე უკრაინელ ხალხს. ხვალ მე შევხვდები დიდი შვიდეულის ლიდერებს. აშშ და ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები დააწესებენ მკაცრ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერასა და დახმარებას“, – წერს ჯო ბაიდენი.