ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარია
1732287233
17 მარტს მარიუპოლთან შეტაკების შედეგად ლეგენდარული წყალბურთელი ევგენი ობედინსკი მოკლეს. CNN-ი ექსსპორტსმენის შვილზე, კირაზე, მძიმე ამბავს გვიყვება.
რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდე კირა ხალისითა და სიყვარულით სავსე გოგონა იყო. დღეს? დღეს ობოლი და ტრავმირებულია. მამის გარდაცვალების შემდეგ ევგენის მეგობარ გოგონასთან ერთად მშობლიური ქალაქის დატოვებას ცდილობდა, რა დროსაც ერთ-ერთმა პიროვნებამ შემთხვევით ნაღმზე ფეხი დააბიჯა... 12 წლის გოგონა რუსეთის მიერ კონტროლირებად დონეცკის რეგიონის საავადმყოფოში გადაიყვანეს. პატარა კირა ახლა რუსეთის საინფორმაციო ომის უნებლიე მონაწილეა.
ბავშვს დედა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა. როგორც მოგახსენეთ, მამამისი ლეგენდარული უკრაინელი წყალბურთელი იყო, რომელიც რუსულმა ძალებმა 17 მარტს მარიუპოლის სამხრეთ ნაწილში ერთ-ერთი შეტევის შემდეგ მოკლეს.
CNN-თან ინტერვიუსას ოლექსანდრმა განაცხადა, რომ კირას რუსეთში, ობოლთა თავშესაფარში გადაყვანას უპირებენ. ზოგადად, რუსეთის მთავრობის თქმით, საკუთარი ქვეყნის საზღვართან დაახლოებით 60 000 უკრაინელ ადამიანს მიეცა შესაძლებლობა, რომ სამშობლო მშვიდად დაეტოვებინა.
უკრაინის წარმომადგენლები საპირისპიროს ამტკიცებენ. მათი თქმით, დაახლოებით 40 000 ადამიანი საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ტერიტორიიდან ძალდატანებით გაიტაცეს და რუსეთში წაიყვანეს.