„თავიდან ლტოლვილებისთვის საჭმელს ამზადებდა, შემდეგ კი ლვოვში ჩავიდა“ - ჰოლივუდის მსახიობმა თავშესაფარში გატარებულ დღეებზე ისაუბრა

ლვოვი

ჰოლივუდის მსახიობმა, ლევ შრაიბერმა ისაუბრა, როგორ გაატარა ღამე უკრაინულ თავშესაფარში, როდესაც რუსი დამპყრობლების ბომბებს ემალებოდა. მისის ისტორიის შესახებ უცხოური მედია წერს. 

გამოცემის ცნობით, მსახიობს უკრაინული ფესვები აქვს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე დღეებიდან იგი მოხალისეობას შეუდგა. თავიდან ლტოლვილებისთვის საჭმელს ამზადებდა, შემდეგ კი საერთოდ ლვოვში ჩავიდა.

თავის ინსტაგრამზე მან თქვა, თუ როგორ ატარებდა დროის უმეტეს ნაწილს ლვოვის ერთ-ერთი სასტუმროს სარდაფში.

„უძილო ღამე ლვოვში. საჰაერო თავდასხმის სიგნალიზაცია სულ მცირე სამჯერ ამოქმედდა. ჩვენი სასტუმროს სარდაფში ყოფნისას ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ როგორი ოპტიმისტური და გაბედული ჩანდნენ ადამიანები, რომლებსაც იქ შევხვდი. ამდენი ამბავი, ასეთი წარმოუდგენლად გამძლე ხალხი“,- თქვა შრაიბერმა.

ლევ შრაიბერი არის ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი. ტონის ჯილდოს მფლობელი. ოქროს გლობუსის 6 ნომინაციის გამარჯვებული. ცნობილია არაერთი დამოუკიდებელი ფილმით და რამდენიმე ბლოკბასტერით, მათ შორის იქს-ადამიანების წარმოშობა.