ჯანმო: ომის დაწყების დღიდან, რუსეთმა უკრაინაში 62 სამედიცინო დაწესებულებაზე მიიტანა იერიში

უკრაინა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, უკრაინაში შეჭრის დღიდან, რუსეთმა 62 სამედიცინო დაწესებულებაზე მიიტანა იერიში, რომლის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და 37 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC- ი ავრცელებს.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ პოლონეთში გადასულ ნახევარ მილიონამდე ლტოლვილს მიღებული ტრავმის გამო, მენტალური პრობლემები აქვთ. ამასთან, მედიცინის მუშაკთა ინფორმაციით, უკრაინიდან გადმოსულ ბავშვებსა და დედებს გამოფიტვისა და დეჰიდრაციის ნიშნები აქვთ, ხოლო მოხუცები, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ, საჭირო მედიკამენტების გარეშე გადაადგილდებოდნენ.

გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით, უკრაინა უკვე 3 557 მილიონმა ადამიანმა დატოვა.