იტალიაში, უკრაინელ ემიგრანტს შეატყობინეს, რომ რუსებმა შვილი მოუკლეს.. ქალს ქუჩაში გული წაუვიდა

ემიგრრანტი

უკრაინელ მომვლელს იტალიაში, ქუჩაში შეატყობინეს, რომ შვილი აფეთქებისას დაეღუპა. ამის შესახებ exclusivetv-წერს.

ლუბა 10 წელია იტალიაში ცხოვრობს. მას, ისევე როგორც უამრავ ემიგრანტ ქალს იტალიაში, თავი მოხუცის მომვლელობით გაჰქონდა და უკრაინაში შვილებსაც ეხმარებოდა.

როგორც თავად ამბობდა, მან თავისი გასაკეთებელი უკვე გააკეთა და უკან, უკრაინაში, შვილებთან აპირებდა დაბრუნებას, მაგრამ უკრაინა-რუსეთის დაძაბული ურთიერთობის გამო, გამგზავრება გადადო, შემდეგ ომიც დაიწყო.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ლუბა ქალაქ სარსინას ცენტრალურ მოედანზე იყო, როდესაც ტელეფონზე ვიდეოზარით დაურეკეს და ტრაგიკული ამბავი შეატყობინეს. ლუბამ გონება დაკარგა და მოედანზე ჩაიკეცა. დახმარება გამვლელებმა აღმოუჩინეს. მალევე სასწრაფო დახმარებაც მივიდა. ქალი ახლა კარგად არის, მაგრამ მისი შვილი რუსულ ტყვიას შეეწირა.

მისი უმცროსი ვაჟი, როდესაც რუსებმა დაბომბვა დაიწყეს, იმ ფაბრიკაში იმყოფებოდა, სადაც მუშაობდა. როდესაც ბომბი ფაბრიკას მოხვდა, ყველა გარეთ გაიქცა, სწორედ მაშინ, ფაბრიკის გარეთ, გზაზე გამოსულები, ადგილზე დახოცეს რუსმა სამხედროებმა.