პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
იტალიური კომპანია Maire Tecnimont გაზს გადამუშავებული ნარჩენებისგან გამოიმუშავებს. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალესანდრო ბერნინიმ Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ გზით იტალია ნაკლებად იქნება დამოკიდებული რუსეთისგან გაზის მიწოდებაზე.
„ყოველწლიურად ქვეყნის ნაგავსაყრელებზე დაახლოებით 16 მილიონი ტონა არარეციკლირებადი ნარჩენი იყრება. ჩვენ შეგვიძლია მათი გადამუშავება სინთეზურ გაზად, რათა შემცირდეს ჩვენი დამოკიდებულება რუსულ ენერგეტიკაზე. 10 ქარხანას შეუძლია წელიწადში 600,000 ტონა ნარჩენის გადამუშავება. ხუთი წლის განმავლობაში ამ ქარხნებს შეეძლოთ იტალიაში გათბობისა და ელექტროენერგიისთვის საჭირო გაზის 10%-ის წარმოება“, - თქვა ბერნინიმ.
მანამდე მსგავსი ინიციატივით გერმანიის დეპუტატები გამოვიდნენ.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა რუსული გაზის ეტაპობრივი შეზღუდვა გადაწყვიტა. ევროკავშირში გაზის დეფიციტის ფონზე ისინი უარს ამბობენ ცხელ წყალზე, გათბობასა და ქალაქის განათებაზე, წერს RT. „ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსული გაზის გარეშე ევროპას ენერგორესურსების სერიოზული დეფიციტი შეექმნება, იუწყება ტელეკომპანია 360“