პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსული ტუროპერატორები აცხადებენ, რომ ამ ზაფხულს რუსეთში უცხოელი ტურისტები პრაქტიკულად არ არიან. მათი თქმით, უცხოელებს აჩერებს ტრანსპორტის ღირებულების მრავალჯერადი მატება და სავიზო შეზღუდვა, ასევე, საბანკო ბარათებით გადახდის შეზღუდვა.
გასული წლის ბოლოდან და 2022 წლის პირველ კვარტალში, პანდემიის შემდეგ ტურიზმმა პირველად დაიწყო ზრდის ტენდენციების ჩვენება. თუმცა, უკვე მეორე კვარტალში მაჩვენებლები კვლავ მკვეთრად დაეცა.
ზოგიერთი ტუროპერატორის თქმით, 2022 წლის ზაფხულის სეზონზე ტურისტების ნაკადი 95%-ით შემცირდა, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით.
„რუსეთში ტურიზმზე მოთხოვნა შემომავალი ბაზრებიდან (ევროპის, ჩინეთის, იაპონიის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან) პრაქტიკულად, შეჩერებულია და ზაფხულის სეზონი ჩავარდა.
ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზარინა დოგუზოვას თქმით, გასულ წლებში ტურიზმი რუსეთს წელიწადში 11 მილიარდ დოლარზე მეტს აძლევდა. 2022 წელს ეს მაჩვენებელი, როსტურიზმის პროგნოზით, 2 მილიარდ დოლარამდე დაეცემა, ანუ 5-ჯერ შემცირდება.
„რუსეთში უცხოელების შემცირებაზე ერთდროულად მრავალი ფაქტორი უარყოფითად მოქმედებს. ეს არის რუბლის კურსი, კოვიდშეზღუდვები (ჯერ კიდევ საჭიროა PCR ტესტი), Visa/Mastercard-ით გადახდის შეუძლებლობა, უცხოური ბრენდების გაუქმება, ელექტრონული ვიზის არარსებობა, პირდაპირი ფრენების არარსებობა ზოგიერთი ქვეყნიდან“, - ამბობს KMP ჯგუფი.
„როსსტატის“ მონაცემებით, 2022 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით რუსეთს 5,9 მილიონი უცხოელი ეწვია.
ასევე „როსსტატის“ მონაცემებით, 2022 წელს, ყველაზე მეტი ტურისტი რუსეთში 2022 წლის მარტამდე ჩავიდა.
2022 წლის მეორე კვარტალში, რუსეთში ტურისტების მთავარი მომწოდებლები „მეგობრული ქვეყნები“ არიან, მაგრამ არის გამონაკლისებიც.
2022 წლის აპრილ-ივნისში რუსეთში ტურისტების უმეტესობა თურქეთიდან ჩავიდა. მეორე ადგილზეა ყაზახეთი. თუმცა, ამ ქვეყნიდან ტურისტული ნაკადის უმეტესი ნაწილი მაინც საქმიანი ვიზიტებია. ყაზახეთი არასოდეს ყოფილა რუსეთში ტურისტების მიმწოდებელი.
მესამე ადგილი გერმანიას ეკუთვნის. შეგახსენებთ, რომ ახლა რუსეთსა და გერმანიას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ არის. ადრე გერმანია იყო რუსეთში ტურისტების ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი. მაგალითად, 2019 წლის მეორე კვარტალში ამ ქვეყნის მოქალაქეებმა რუსეთში 169,1 ათასი ტურისტული ვიზიტი განახორციელეს.
მეოთხე ადგილზეა უზბეკეთი და TOP-5-ს ხურავს რუსეთის მიმართ ასევე „მეგობრული“ ირანი.
მას მოსდევს ისრაელი და ინდოეთი, თუმცა ორივე ქვეყნიდან, 2019 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად შეამცირა ტურისტული ნაკადის მაჩვენებელი.
რეიტინგის მერვე ადგილზეა აშშ, მეცხრეზე სომხეთი და TOP-10-ს ხურავს ყირგიზეთი.
პ.ს. სტატია მომზადებულია რუსულ მედიაზე დაყრდნობით.