ეს ლოცვა წაიკითხეთ და ღმერთი შეისმენს მას - ილია მეორის მიერ დაწერილი ლოცვა
1767552919
ისრაელის მთავრობის საკონსულტაციო ჯგუფმა ვაქცინის მეოთხე დოზით ყველა ზრდასრულის აცრის რეკომენდაცია გასცა.
ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
ისრაელის მთავრობის საკონსულტაციო ჯგუფში აცხადებენ, რომ მეოთხე დოზით ვაქცინაცია მესამე დოზის მიღებიდან ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებიდან, სულ მცირე, ხუთ თვეში უნდა მოხდეს.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რეკომენდაცია იმ დასკვნებიდან გამომდინარე გაკეთდა, რომ სამი დოზით აცრილებთან შედარებით, ოთხი დოზით აცრილი პირები 3-5-ჯერ უფრო დაცულნი არიან სერიოზული ავადმყოფობისგან და ორჯერ უფრო - ინფექციისგან.