იმდენი ტყვე გვყავს და მათ შორის არიან ისეთი პერსონაჟები, თითოზე 50-80 კაცს მოგვცემენ - ალექსეი არესტოვიჩი

ალექსეი არესტოვიჩი

ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ყველა უკრაინელი პატიმარი გაცვალოს. ჩვენმა სამხედროებმა ბევრი საინტერესო პერსონაჟი შეიპყრეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

მისი თქმით, ტყვეებს შორის არიან ოფიცრები, მაღალი რანგის სამხედროების ნათესავები და პოლიტიკოსები.

„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყველა გავცვალოთ. იმდენი ტყვე გვყავს და მათ შორის არიან ისეთი პერსონაჟები, რომლებზეც თითოზე 50-80 კაცს მოგვცემენ, ძალიან ღირებული“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

19 აპრილს, უკრაინას და რუსეთს შორის ტყვეების მეხუთე გაცვლა მოხდა. სახლში 76 უკრაინელი დაბრუნდა.