1740399858
ბორის ჯონსონი: ფაქტები მიუთითებენ, რომ რუსეთი გეგმავს ევროპაში ყველაზე დიდ ომს 1945 წლის შემდეგ

ფაქტები მიუთითებენ, რომ რუსეთი გეგმავს ევროპაში ყველაზე დიდ ომს 1945 წლის შემდეგ, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტს მიუნხენიდან ესაუბრა, სადაც მსოფლიო ლიდერები უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციაზე იკრიბებიან.
კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა რუსეთის უკრაინაში შეჭრას გარდაუვლად, ჯონსონმა თქვა: „ვშიშობ, რომ ეს არის ის, რაზეც ფაქტები მიგვანიშნებს“.
მისივე თქმით, ხალხმა უნდა გაითვალისწინოს არა მხოლოდ უკრაინელების სიცოცხლის „პოტენციური დანაკარგი, არამედ - ახალგაზრდა რუსებისაც“.