1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალური სხდომა დაიწყო, რომელზეც რუსეთის აგრესიის დაგმობის შესახებ რეზოლუციას განიხილავენ. სპეციალური სესიის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილება უშიშროების საბჭომ კვირას მიიღო.
გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენლის სერგეი კისლიცას განმარტებით, ასეთი სესიის გამართვა აუცილებელია იმიტომ, რომ რუსეთმა უშიშროების საბჭოს ნება არ მისცა ისე ემოქმედა, როგორც საჭიროა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების მხარდასაჭერად.
გაეროს გენერალური ანსამბლეის საგანგებო სხდომაზე უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომი შეფასდა უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად. ასევე იმ პრინციპების დარღვევად, რის გამოც შეიქმნა გაეროს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
საგანგებო სხდომაზე დასაწყისშივე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური მდივანი, მან დაუყოვნებლივ მოსთხოვა რუსეთს ომის შეწყვეტა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში თქმით ომი არის დესტრუქცია და ადამიანების ტანჯვა.
სიტყვით გამოვიდა ასევე უკრაინელი დიპლომატი სერგეი კისლიცა, რომელმაც ვლადიმერ პუტინი ჰიტლერს შეადარა.
"ეს ომი არ იყო პროვოცირებული, ის აირჩია ადამიანმა, რომელიც ახლა ბუნკერში ზის. ჩვენ ვიცით რა დაემართა ადამიანს, რომელიც იჯდა ბუნკერში 1945 წელის მაისში.
დღეს გლობალური უსაფრთხოება რისკის ქვეშაა, როგორც იყო მეორე მსოფლიო ომის დროს. ან კიდევ უფრო მეტად, მაშინ, როდესაც პუტინმა ბირთვულ ძალებზე განსაკუთრებული რეჟიმი გამოაცხადა. ეს სიგიჟეა, თუ მას თავის მოკვლა სურს, არ სჭირდება ბირთვული არსენალის გამოყენება.
მან უნდა გააკეთოს ის, რაც ბერლინში ბუნკერში მყოფმა ყმაწვილმა გააკეთა 1945 წლის მაისში,"- აცხადებს სერგეი კისლიცა.