პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი ქვეყნის მეთაურმა უკრაინას იმის მტკიცებულებების წარდგენა მოსთხოვა, რომ ბუჩაში მომხდარი მოვლენები ინსცენირებული არ იყო. ამის შესახებ ზელენსკიმ გერმანულ გამოცემასთან საუბრისას განაცხადა.
ადგილობრივ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიტიკოსი, რომელმაც მსგავსი განცხადება გააკეთა, შესაძლოა, უნგრეთის პრეზიდენტი იყოს.
ამ ფაქტს „კანონი და სამართლიანობა“ პარტიის ხელმძღვანელი და პოლონელი პოლიტიკოსი, იაროსლავ კაჩინსკიც გამოეხმაურა. მან ურჩია უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს „ეწვიოს ოფთალმოლოგს“, თუკი ის „ვერ ხედავს“ კიევთან ახლოს რუსი სამხედროების სისასტიკეს. მან აღნიშნა, რომ პოლონეთი არ ითანამშრომლებს უნგრეთთან, თუ ქვეყნის ლიდერი პოზიციას არ შეიცვლის.
„როცა ამბობ, რომ ბუჩაში მომხდარი არ გინახავს, უნდა ურჩიო ოფთალმოლოგთან მისვლა. ვფიქრობ, ორბანი ამ საქციელით იმედოვნებს, რომ შეასრულებს როლს ამ კონფლიქტის დასრულებაში, მაგრამ ეს არის ჩიხის გზა“,- ამბობს იაროსლავ კაჩინსკი.
როგორც პოლიტიკოსი ამბობს, ვიქტორ ორბანის საქციელის შეფასებისგან თავს დიდი ხანი იკავებდა. მისივე თქმით, პოლონეთი არ ითანამშრომლებს უნგრეთთან, თუ ორბანი არ შეცვლის პოზიციას უკრაინის ომთან დაკავშირებით.