შემოვიდა „საგანგაშო შეტყობინება“ - სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
1742589142
ტოკიო, 28 თებერვალი. /TASS/. რუსეთს აქვს ოკუპირებული კურილის კუნძულების სამხრეთი ნაწილი, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ისევე, როგორც უკრაინაზე თავდასხმა. ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული დეპარტამენტის დირექტორმა, ჰიდეკი უიამამ დღეს, იაპონიის პარლამენტში დებატებისას განაცხადა.
„ჩრდილოეთი ტერიტორიები“ (ასე ეძახიან ტოკიოში კურილის სამხრეთ ნაწილს) ოკუპირებულია რუსეთის მიერ და მიგვაჩნია, რომ ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ისევე როგორც რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ თავდასხმა“. - აღნიშნა დეპარტამენტის დირექტორმა.
ბოლო წლებში იაპონიის ხელისუფლება თავს იკავებდა ტერმინი „ოკუპაციის“ გამოყენებისგან, სამხრეთ კურილის გარშემო ვითარების აღწერისას და შემოიფარგლებოდა იმ განცხადებით, რომ „იაპონიის სუვერენიტეტი ვრცელდება ამ კუნძულებზე“.
მოსკოვი და ტოკიო გასული საუკუნის შუა ხანებიდან აწარმოებენ მოლაპარაკებებს მეორე მსოფლიო ომის შედეგების შემდეგ სამშვიდობო შეთანხმების შემუშავებაზე. ამის მთავარ დაბრკოლებად რჩება უთანხმოება კურილის სამხრეთ ნაწილის უფლებებზე. ომის დასრულების შემდეგ მთელი არქიპელაგი საბჭოთა კავშირში შედიოდა, მაგრამ იაპონია დაობს იტურუპის, კუნაშირის, შიკოტანისა და მცირე დაუსახლებელი კუნძულების გამო. ამავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ რუსეთის სუვერენიტეტი ეჭვგარეშეა ამ ტერიტორიებზე, რომელსაც აქვს შესაბამისი საერთაშორისო სამართლებრივი ფორმა.
ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო TASS ავრცელებს.