ნუცა ბუზალაძე ცხოვრების რთულ პერიოდზე საუბრობს
1789673744
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს:
„სახელმწიფო სანომრე ნიშნის ცვლილებისას, თუ მესაკუთრე არ იცვლება, სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება საჭირო არ არის.
სერვისით სარგებლობისთვის სატრანსპორტო საშუალების რეგისტრირებულმა მესაკუთრემ ან მისმა მინდობილმა პირმა საჭიროა მომსახურების სააგენტოში წარმოადგინოს:
შესაცვლელი სახელმწიფო სანომრე ნიშნები;
სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა;
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილი პირის შემთხვევაში - ნოტარიული წესით დამოწმებული მინდობილობა)“, - ნათქვამია განცხადებაში.