დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
არ გამოვრიცხავ, რომ ვაქცინაციისა და „ომიკრონი“ შტამის წყალობით, რომელიც დაავადების მძიმე მიმდინარეობას არ იწვევს, ევროპის რეგიონში სიმშვიდის ხანგრძლივი პერიოდი შეიძლება დასადგურდეს,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპტიმისტური სცენარი იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ვაქცინაცია და ვირუსის ახალ შტამებზე ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა გაგრძელდება.
„თუ ვაქცინაციის დონე გაიზრდება, მოახლოებული გაზაფხული სიმშვიდის ხანგრძლივი პერიოდისა და მოსახლეობის დაცვის ბევრად უფრო მაღალი დონის შესაძლებლობას გვიტოვებს“, - აღნიშნა ჰანს კლუგემ.