+30 გრადუსამდე დათბება - როდის გამოიდარებს საქართველოში
1744291299
გუშინ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ფედერაციის სამი თვითმფრინავი და ორი ვერტმფრენი გაანადგურა, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„2 მარტს უკრაინული ავიამოიერიშეები სუ-24მ და სუ-25 უკრაინის სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფებს კიევის, სუმის, ჩერნიგოვისა და ხარკოვის ოლქებში მტრის სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის განადგურებაში ეხმარებოდა. უფრო კონკრეტულად, დღე-ღამის განმავლობაში საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფების მიერ განადგურებულია მტრის 3 თვითმფრინავი და 2 ვერტმფრენი"., - ნათქვამია ინფორმაციაში.