ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი სიმდიდრისთვისაა გაჩენილი: ვინ და როგორ გახდება მილიონერი
1739111401
14 იანვარს გამთენიისას, ჰაკერებმა უკრაინის ხელისუფლების ერთდროულად რამდენიმე საიტი გატეხეს. ინფორმაციას ქვეყნის განათლების სამინისტრო ავრცელებს.
საიტებზე გადასვლის მცდელობისას ეკრანზე შეტყობინება 3 ენაზე ჩნდება, უკრაინულად, პოლონურად და რუსულად, რომელშიც საუბარია, რომ უკრაინელების ყველა მონაცემი ატვირთულია „საერთო ქსელში“.
ტექსტი ასევე აფრთხილებს მნახველებს, რომ ეშინოდეთ და ელოდნენ უარესს.
ჰაკერული თავდასხმის განხორციელდა მათ შორის უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე და საგანგებო სიტუაციების მართვის უწყების ვებგვერდზეც.