1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
გერმანიის კანცლერის გადაწყვეტილებით, რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ს“ ლიცენზია შეუჩერდა.
როგორც ოლაფ შოლცმა განაცხადა, უკრაინაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტი ვერ წაიწევს წინ. მისი თქმით, ლიცენზია შეჩერებულია.
შეგახსენებთ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენით რუსული ბუნებრივი აირი გერმანიას უკრაინის ტერიტორიის გვერდის ავლით უნდა მიეღო.
აშშ-ის პრეზიდენტმა მანამდე არაერთხელ თქვა, რომ თუ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმება, მაშინ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არ ამუშავდება.