გვექნება განხილვები საქართველოს მთავრობასთან შემდეგი ნაბიჯების შესახებ, საქართველოსთან მიმართებაში - კარლ ჰარცელი უკრაინის მოვლენებს ეხმაურება

კარლ ჰარცელი

„ახლა მიდის კონსულტაციები და გვექნება მსჯელობა, რა უნდა იყოს შესაბამისი რეაქცია პუტინის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით“- ასე გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩი, რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აღიარებას.

კარლ ჰარცელი ამბობს, რომ ეს ფაქტი საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაა.

„თქვენ ყველამ ნახეთ, რომ ევროპელმა ლიდერებმა, ვლადიმერ პუტინის ეს გადაწყვეტილება სასტიკად დაგმეს. ეს არის საერთშორისო სამართლის ნორმებისა დარღვევა და კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ უსაფრთხოების წესების დარღვევა, რა საფრთხეს უქმნის ყველას ირგვლივ. ახლა მიდის კონსულტაციები და ვმსჯელობთ, თუ რა უნდა იყოს შესაბამისი რეაქცია ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ჩვენ, რასაკვირველია, გვაქვს კონსულტაციები და გვექნება განხილვები საქართველოს მთავრობასთან შემდეგი ნაბიჯების შესახებ, საქართველოსთან მიმართებაში“,- განაცხადა ჰარცელმა.

ევროპელი დიპლომატი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ, შიმშილობის ხელახლა გამოცხადებასაც გამოეხმაურა.

„რასაკვირველია ინფორმირებული ვარ და ვიცი, რომ ბატონმა სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა და ამ შემთხვევაში, შემიძლია გავიმეორო ის პოზიცია, რაც არის ევროკავშირის ხედვა ამასთან დაკავშირებით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ის, რომ უზრუნველყოფილი იყოს, თავისუფალი სასამართლოს უფლება“- თქვა ჰარცელმა.

ევროკავშირის ელჩი, ორი დღეა, კახეთში იმყოფება, სადაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობას ეცნობა.