რას ამბობს ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - შეეცვლება თუ არა ბრალდება დაკავებულს
1732276871
გერმანია ძალიან მჭიდროდ იმუშავებს საქართველოსთან ევროინტეგრაციის საკითხში, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა გერმანიის გაერთიანების დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განაცხადა.
„დღეს გერმანიის გაერთიანების დღეს აღვნიშნავთ და ძალიან მოხარული ვარ, რომ ამდენი ქართველი მეგობარი შეიკრიბა აქ. გერმანია იმუშავებს ძალიან მჭიდროდ საქართველოსთან ევროინტეგრაციის საკითხში. ის, რისი გაკეთებაც გვჭირდება, არის ბევრი კონკრეტული პროექტი პოლიტიკაში, ასევე ეკონომიკაში, გარემოს დაცვის, კულტურის სფეროებში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ახალგაზრდების ჩართულობასთან დაკავშირებული პროექტები. ეს არის გზა ევროპისკენ“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.
გერმანიის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოში გერმანიის საელჩოს ორგანიზებით დღეს მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს მთავრობის წევრები, პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.