პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აუდიო ჩანაწერს ავრცელებს, სადაც რუსი სამხედრო უკრაინელი ტყვეების მიმართ არაჰუმანურ მოპყრობაზე საუბრობს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპიკერი რუსეთს ჟენევის კონვენციისა და იმ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს.
„რუსეთი უხეშად არღვევს ჟენევის კონვენციასა და სხვა საერთაშორისო სამართლის ნორმებს, რომლებიც არეგულირებს სამხედრო ტყვეების მოპყრობას. გავრცელდა შოკის მომგვრელი ჩანაწერი, სადაც რუსი ტრაბახობს იმ სისასტიკით, რომელიც მან უკრაინელ სამხედრო ტყვეებთან ჩაიდინა. კონტრაქტორები წავიდნენ ომში უკრაინის მიწაზე და წარუმატებლად ცდილობდნენ წინსვლას ზაპოროჟიეს მიმართულებით. დამნაშავეები აუცილებლად იქნებიან ანგარიშვალდებული. ჩვენ გავიმარჯვებთ,"- ამბობს არტიომ დეხტიარენკო.