გაერომ 8 წევრ სახელმწიფოს გენერალურ ასამბლეაზე ხმის მიცემის უფლება შეუჩერა

გაერო

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 8 წევრ სახელმწიფოს გენერალურ ასამბლეაზე ხმის მიცემის უფლება შეუჩერა. ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გაეროს ბიუჯეტში ყოველწლიური შენატანის გადაუხდელობა გახდა.

ეს ქვეყნებია: ირანი, ვენესუელა, სუდანი, ანტიგუა და ბარბუდა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, გვინეა, პაპუა-ახალი გვინეა და ვანუატუ.

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ის თანხებიც დაასახელა, რომლების აღნიშნულმა ქვეყნებმა ხმის უფლების აღსადგენად უნდა გადაიხადონ. ირანი ვალდებულია 18 მილიონ დოლარზე მეტი გადაიხადოს, სუდანმა - 300 000 დოლარი, ვენესუელამ კი- 40 მილიონი დოლარი.