ნუცა ბუზალაძე ცხოვრების რთულ პერიოდზე საუბრობს
1789673744
ჩვენ გვქონდა გამოწვევები განათლების ინფრასტრუქტურის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ვითარების გამოსწორებისთვის მიღებულ იქნა, მათ შორის ინსტიტუციური გადაწყვეტილებები.
„იყო შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ე.წ. „ესიდა“ შექმნილი, რომელიც საერთოდ გავაუქმეთ. ეს ფუნქცია გადავიტანეთ ინფრასტრუქტურის სამინისტროში. ამ ყველაფერმა მოითხოვა გარკვეული დრო, თუმცა ახლა უკვე ყველაფერი არის მოწესრიგებული, ინსტიტუციური კუთხითაც და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განათლების სამინისტროსთან ერთად მაქსიმალურ ტემპში უზრუნველყოფს სკოლების მშენებლობას და რეაბილიტაციას. იყო გამოწვევები, თუმცა ყველაფერი არის უკვე დაძლეული. ახლა, მაქსიმალურ ტემპში განახლდება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია. გარკვეული დრო დასჭირდა ვითარების გადახედვას, თუმცა ახლა მთელი ენერგიით და დაჩქარებული ტემპით იქნება უზრუნველყოფილი, როგორც პროექტირება, ისე სამუშაოები, მშენელობა, რეაბილიტაცია. ეს ეხება როგორც სკოლებს, ისე საბავშვო ბაღებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.