ცნობილი ხდება ორი ქართველი სპორტსმენის ვინაობა, რომლებსაც შოტლანდიის პოლიცია ეძებს
1790104308
გაერო-ს ცნობით, რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში 1 900-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში გაერო-ს უმაღლესი წარმომადგენლის ოფისი ავრცელებს.
ოფისის ცნობით, რუსეთის აგრესიის დაწყების დღიდან უკრაინაში 1 982 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 162 არასრულწლოვანი, ხოლო დაშავდა 2 651 პირი. ოფისის ინფორმაციით, დაღუპულთა და დაშავებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებშია.
ოფისის ინფორმაციით, მშვიდობიან მოსახლეობას შორის დაფიქსირებული მსხვერპლი უმეტესად გამოწვეული იყო ფეთქებადი იარაღის გამოყენებით, მათ შორის მძიმე საარტილერიო და სარაკეტო სისტემების, ასევე საავიაციო დარტყმების შედეგად.