რუსეთმა მარიუპოლის დამცველებს ულტიმატუმი წაუყენა - რას ითხოვს ოკუპანტი უკრაინელი მებრძოლებისგან

უკრაინა

რუსი ოკუპანტები კიდევ ერთხელ სთავაზობენ მარიუპოლის უკრაინელ დამცველებს, რომლებიც ახლა „აზოვსტალის“ მეტალურგიულ ქარხანაში არიან გამაგრებული, დაყარონ იარაღი და ჩაბარდნენ.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის უწყება იტყობინება.

„აზოვსტალის“ მეტალურგიულ ქარხანაში შექმნილი კატასტროფული ვითარების გათვალისწინებით, ისევე, როგორც წმინდა ჰუმანური პრინციპებით ხელმძღვანელობით, რუსეთის შეიარაღებული ძალები ნაციონალისტური ბატალიონების მებრძოლებსა და უცხოელ დაქირავებულებს 2022 წლის 17 აპრილის 06:00 საათიდან 13:00 საათამდე სთავაზობენ, შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და დაყარონ იარაღი. ყველასთვის, ვინც იარაღს დაყრის, სიცოცხლე გარანტირებულია“, – აღნიშნავს რუსული მხარე.