გააუპატიურეს ქალები, შემდგომ კი მათ დაწვას ცდილობდნენ - ალექსეი არესტოვიჩი

დაბომბეს

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი ბუჩაში რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივ მკვლელობასა და წამების შესახებ საუბრობს.

მისი თქმით, მსხვერპლთა შორის არიან გაუპატიურებული ქალები, რომელთა დაწვასაც ცდილობდნენ.

„ქალაქ ბუჩაში მსხვერპლთა შორის არიან გაუპატიურებული ქალები, რომელთა დაწვასაც ცდილობდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, არასრულწლოვნებს, მოხუცებს, კაცებს ხელები ჰქონდათ შეკრული, კარგად ჩანს წამები კვალი, მათ თავში აქვთ ნასროლი“, - აცხადებს ალექსეი არესტოვიჩი. 

მისივე თქმით, რუსების მიერ ჩადენილი ეს დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება. 

ქალების დაწვის მცდელობის შესახებ ინფორმაციას უკრაინის რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკოც ავრცელებს.

მისი თქმით, რუსმა ოკუპანტებმა ქალებს საბურავები დაალაგეს და ისე უპირებდნენ დაწვას.

„განმათავისუფლებელი“, კულტურულად განუვითარებელი ერი, რუსები რომლებმაც მანქანა დაცხრილეს, სადაც ქალები ისხდნენ, ისინი გადმოიყვანეს, მერე მათ სხეულზე საბურავები დაალაგეს და დაწვას უპირებდნენ“, - აცხადებს  ალექსეი გონჩარენკო.