დააჯამეთ თქვენი ტელეფონის ნომრის ციფრები და გაიგეთ, რა გავლენას ახდენს ის თქვენს ბედ–იღბალზე
1744135320
მარიუპოლის დატოვების მცდელობისას რუსმა ოკუპანტებმა ლეიტუველი რეჟისორი მანტას კვედარავიჩიუსი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსი და ლატვიელი დოკუმენტური კინოს რეჟისორი ვიტალი მანსკი ავრცელებს.
„ჩვენი მეგობარი, არტდოკფესტის მონაწილე, ლიეტუველი დოკუმენტალისტი მანტას კვედარავიჩუსი დღეს მარიუპოლში კამერით ხელში მსოფლიოს წინააღმდეგ ბოროტების ამ საზიზღარ ომში მოკლეს“,- განაცხადა მანსკიმ სოციალურ ქსელში.
კვედარავიჩუსი ცნობილია როგორც ფილმის „მარიუპოლი“ ავტორი. ფილმს, რომლის პრემიერა ბერლინის კინოფესტივალზე შედგა, უწოდეს „ადამიანური ისტორია ისტორიული გადატრიალების ფონზე“.