ფოტოები: უკრაინიდან მიმავალმა 16 წლის გოგონამ პოლონეთის საზღვარზე იმშობიარა

უკრაინელი ქალი

პოლონეთის საზღვარზე ხარკოვის რეგიონიდან ორსულმა ლტოლვილმა, 16 წლის მოსწავლემ მშობიარობა დაიწყო. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

გამოცემის ცნობით, გოგონას ვაჟი შეეძინა და თავს კარგად გრძნობს. ამჟამად კი ლვოვის რეგიონში იმყოფება.

„ფეხმძიმობის მეცხრე თვეში იყო, ორსულობა ძალიან რთულად მიმდინარეობდა... საზღვრის გადაკვეთა გვინდოდა“, – ამბობს გოგონას დედა.

ორსულობის ბოლო კვირები 16 წლის ნასტიამ ხარკოვის რეგიონში, მაღაზიის სარდაფში გაატარა. გოგონას დედამ გადაწყვიტა, რაც შეიძლება შორს წაეყვანა იგი ომისგან. მათ სურდათ გაქცევა, თუმცა გზაში ორსული გოგონა ცუდად გახდა და ნაადრევი მშობიარობა დაეწყო.

ბავშვი (დიმა) 3.8 კილოგრამი დაიბადა.

ბავშვი პირველივე დღეებიდან მოხალისეთა ცენტრშია, საზღვრიდან არც თუ ისე შორს. მთელი ოჯახი ჰოსტელში იყო დასახლებული.

როგორც ნასტია ამბობს, სწორედ მისმა შვილმა მისცა ნიშანი, რომ მას მშობლიური ქალაქი აღარ დაეტოვებინა.

ოჯახს დროებითი თავშესაფარი გადაეცა, ყველა საჭირო ნივთით. თუმცა, ლვოვის რეგიონში სირენების ხმა კვლავ ისმის, ამიტომ ქალები და ბავშვები შეშინებულები არიან.

ამის მიუხედავად, ოჯახს მაინც სჯერა გამარჯვების. დედა უკვე ახალშობილი ბიჭის ნათლობას გეგმავს და ნათლიაც ჰყავს მოძებნილი.