ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი შეცდომით მოკლეს! - გახსნილია 2003 წლის მკვლელობის საქმე
1771705778
80 წლის უკრაინელმა ბებიამ პატრიოტული ტატუ გაიკეთა. ქალის ფეხზე ახლა სამკუთხედი და წვერებია გამოსახული. ნახატი მისმა შვილიშვილმა გამოაქვეყნა.
როგორც უკრაინული მედია წერს, ნადეჟდა როდიონოვამ გადაწყვიტა პატრიოტული ტატუ გაეკეთებინა, რადგან ძალიან ენატრება სამშობლო. ომიდან იგი იძულებული გახდა გაქცეულიყო პოლონეთში, სადაც მისი შვილიშვილი ცხოვრობს.
ნახატი სიმბოლოა ძლიერი და მამაცი სულის. შვილიშვილის შეთავაზებას ქალი მალევე დათანხმდა და ტატუს გაკეთება გადაწყვიტა.
„უკრაინისთვის გავიკეთე ტატუ. ტატუ ჩემმა შვილიშვილმა გამიკეთა. ძალიან მიყვარს უკრაინა, მინდა მშვიდობა იყოს", - ამბობს ბებია.
