დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კორონავირუსის საწინააღმდეგო „მოდერნას“ ვაქცინას სრული ავტორიზაცია მიანიჭა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოემის ცნობით, ვაქცინა 18 წლიდან ასაკის პირებში გამოყენებისთვის დაამტკიცეს.
„მოდერნას“ ვაქცინა კორონავირუსის საწინააღმდეგო მეორე ვაქცინაა „ფაიზერის“ ვაქცინის შემდეგ, რომელმაც აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციისგან სრული ავტორიზაცია მიიღო.
კომპანია „მოდერნაში“ აცხადებენ, რომ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო სამეცნიერო მტკიცებულებებს, რომელიც კომპანიამ სააგენტოს წარუდგინა.
„მოდერნას“ ვაქცინა შეერთებულ შტატებში 2020 წლის 18 დეკემბრიდანაა ხელმისაწვდომი, მას შედეგ რაც აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ მისი გადაუდებელი გამოყენების ნებართვა გასცა.