დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ტელეწამყვანის თათია შარანგიას მეუღლე, სანდრო შელია მის პირველ სიყვარულზე და სხვა საინტერესო ცხოვრებისეულ მოვლენებზე წიგნში „ღამის რეისი“ საუბრობს.
როგორც სანდრო შელია „თბილისელებთან“ წიგნის შინაარსზე საუბრისას ამბობს, მისი პირველი სიყვარული ცნობილი ქართველი მოდელი სოფო ჭყონია იყო.
„პირველი სიყვარული და სხვა ისტორიები არაერთხელ მაქვს მოყოლილი თათისთვის. ის ამას ყოველთვის გაგებით ეკიდებოდა და არა ეჭვიანობით – ჯერ ერთი გოგო, მერე მეორე, მესამე… მოეშვა, ამაზე აღარ ღელავდა და ჩვეულებრივ ამბად კითხულობდა (იცინის). მას ნამდვილად არ აქვს საეჭვიანო. რაც შეეხება სოფო ჭყონიას, ის ჩემი თანაკლასელი იყო – პირველი გოგო, რომელიც მომეწონა. მე არ ვიყავი ერთადერთი, სოფო ჭყონია ძალიან ბევრ ჩემს თანაკლასელს უყვარდა, მაგრამ ამის შესახებ არავის უთქვამს. მახსოვს მომენტი, როცა სახლში გავაცილე და მისი ხელი ხელში მეჭირა, ეს ჩემთვის ნამდვილი საოცრება იყო“, – ამბობს სანდრო შელია.