პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
28-30 მარტს, ორგანიზაცია „ევროპული ალიანსი საქართველოსათვის“ გამართავს ქართველი ახალგაზრდა დიპლომატებისათვის მაღალი დონის შეხვედრებსა და გამოფენას ევროპის პარლამენტში.
ღონისძიების ფარგლებში, 28 მარტს ევროპის პარლამენტში გაიმართება გამოფენა, რომლიც მიეძღვნება უკრაინას და უკრაინელ ხალხს. ღონისძიებას მასპინძლობს ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩენე (EPP), დაესწრებიან ევროპარლამენტის წევრები და მოწვეული სტუმრები.
დელეგაცია ასევე შეხვდება ევროკომისარ მარია გაბრიელს, რომელთანაც გაიმართება დისკუსია საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ქართველი დიპლომატები ასევე შეხვდებიან ბელგიის სამეფოს ფედერალური პარლამენტის წევრებსა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა ქმედებების სამსახურის (EEAS) წარმომადგენლებს.
პროგრამის ხელმძღვანელის, თეონა ლავრელაშვილის განცადებით, ამ შეხვედრებსა და ღონისძიებებს განსაკუთრებული მნიშვენლობა ენიჭება იმ ვითარებაში, როდესაც საქართველომ გააკეთა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი. მისი თქმით, საჭიროა რომ გაძლიერდეს სახალხო კავშირ-ურთიერთობები ევროკავშირის ინსტიტუციებში და განვითარდეს ცოდნა საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობებზე.